ახალი ამბები
გასულ წელს ექსპორტზე 67 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა
საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყნიდან 67 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა და ეს 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელი (ზრდა + 10.6%). ექსპორტის ათეულში თხილი მერვე ადგილზე არის წარმოდგენილი, მაშინ როდესაც ის 2016 წელს 178 904 მილიონი აშშ დოლარით მეორე ადგილს იკავებდა.

გასული წლის უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციები ადგილობრივ ექსპორტში ასე გამოიყურება:

სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 651.6 მილიონი აშშ დოლარი;

ფეროშენადნობები - 302.1 მლნ აშშ დოლარი;

ყურძნის ნატურალური ღვინოები - 221.6 მლნ აშშ დოლარი;

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი: 133.5 მლნ აშშ დოლარი;

აზოტოვანი სასუქები - 94.8 მლნ აშშ დოლარი;

სპირტიანი სასმელები - 84.6 მლნ აშშ დოლარი;

ოქრო - 72.8 მლნ აშშ დოლარი;

თხილი და სხვა კაკალი - 64.8 მლნ აშშ დოლარი;

ტრიკოტაჟის ნაწარმი - 38.0 მლნ აშშ დოლარი;

ნახევარფაბბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 30.9 მლნ აშშ დოლარი.



აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.7 პროცენტს შეადგენს.

Print