ახალი ამბები
ზუგდიდის 7 ქუჩის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
ზუგდიდში საავტომობილო გზების მოასფალტებაზე 9 821 330 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ 7 ქუჩაზე განხორციელდება.

ჯანაშიასა და ხელაიას ქუჩები - 2 კილომეტრიანი მონაკვეთი (სავარაუდო ღირებულება 2 466 460 ლარი);

ჩიქობავას ქუჩა - 1.65 კილომეტრიანი მონაკვეთი
(სავარაუდო ღირებულება 1 844 490 ლარი;

ქობულეთის ქუჩა - 0.5 კილომეტრიანი მონაკვეთი (სავარაუდო ღირებულება 377 720 ლარი);

ლაზის ქუჩა - 2.08 კილომეტრიანი მონაკვეთი (სავარაუდო ღირებულება 2 125 460 ლარი;

ზვიად გამსახურდიას ქუჩა - 1.48 კილომეტრიანი მონაკვეთი (სავარაუდო ღირებულებაა 1 519 460 ლარი)

ბარამიას ქუჩა - 1.25 კილომეტრიანი მონაკვეთი (სავარაუდო ღირებულება 1 487 740 ლარი);

შესაბამისი ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა.

Print