ახალი ამბები
მესტიაში ბიტკოინების, სავარაუდო, გამომუშავებას აპროტესტებენ
მესტიაში საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი სვანეთში ბიტკოინების მაინერების, სავარუდო, მუშაობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, კრიპტოვალუტის წარმოების გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა.

„მესტიაში ბიტკოინების გამომუშავების გამო შეიძლება დენის გადასახადი დაწესდეს, რისი გადახდის საშუალებაც მოსახელობას არა აქვს. გარდა ამისა, ბიტკოინების გამომუშავების გამო ელექტრო ენერგია შეფერხებით მიეწოდება მესტიას და ამის გამო ტურისტებიც უკმაყოფილოები არიან“, - ამბობენ ისინი.

აღნიშნული პრობლემის არსებობას მესტიის მერიაშიც ადასტურებენ. როგორც მუნიციპლაიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, არის საფრთხე, რომ გადასახადი დაწესდეს. რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, ჟორჟოლიანი იმედოვნებს, რომ შექმნილი ვითარების გამო პრობლემები არ შეიქმნება.

"ენერგო-პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ ბიტკოინის აპარატი აღმოაჩინეს. ამასთან ამბობენ, რომ ეს პროცესი გრძელდება და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.


ამავე თემაზე:

ელექტროენერგიის გაოთხმაგებული მოხმარება - მესტიის მერია მოსახლეობას "ბიტკოინებზე" აფრთხილებს
Print