რეგიონი
შსს: ზუგდიდში პოლიციელზე თავდასხმა სცადეს
ზუგდიდის ე.წ. ფაიფურის დასახლებაში პოლიციელზე თავდასხმა სცადეს. ფაქტი 17 იანვარს მოხდა. ამის შესახებ რადიო ,,ათინათს'' შს სამინისტროში უთხრეს. ამავე ცნობით, ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის ფაქტებზე სსკ-ის 236- ე მუხლით და 19-353 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

Print