ახალი ამბები
ზუგდიდში პენსიების მითვისებაზე დაკავებულები „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლები იყვნენ
ზუგდიდში ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მიცვალებულთა პენსიის მითვისებაზე დააკავეს, „ლიბერთი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის თანამშრომლები იყვნენ. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, ისინი სამსახურიდან ერთი წლის წინ, მაშინ დაითხოვეს, როდესაც აღნიშნულზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„დაახლოებით, ერთი წლის წინ ბანკის შესაბამისი დეპარტამენტიდან გაუშვეს მთელი ჯგუფი. მათ ეგონათ, რომ ამით მორჩებოდა ყველაფერი, თუმცა 2-3 დღის წინ პოლიციამ ყველა მათგანი დააკავა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ წყარომ.

„ლიბერთი ბანკში“ ამბობენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

Print