ახალი ამბები
ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა
ჩხოროწყუში 40 წლამდე მამაკაცს აფეთქების შედეგად ორივე ქვედა კიდური დაუზიანდა. შემთხვევა წუხელ მოხდა. მას, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აუფეთქდა. დაშავებული თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტრალში მოათავსეს, თუმცა მედიკოსების ინფორმაციით, ის მალევე ქუთაისში გადაიყვანეს.

„ორივე ქვედა კიდურზე სისხლძარღვების დაზიანება ჰქონდა და ქუთაისში გადაიყვანეს.  მდგომარეობა მძიმე იყო“, - ამბობენ საავადმყოფოში.

შს სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


Print