ახალი ამბები
კვიპროსში მშენებლობაზე დაშავებული ზუგდიდელი ახალგაზრდის ოჯახი დახმარებას ითხოვს
კვიპროსში მშენებლობაზე დაშავებული 26 წლის ლევან ჯახიას ოჯახი დახმარებას ითხოვს. მისი ახლობლის მანანა თორიას თქმით, ახალგაზრდის მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც მათ არ გააჩნიათ. ოჯახი დახმარებას სახელმწიფოს და საზოგადოებას სთხოვს.

„ძალიან რთული მდგომარეობა აქვს. ხარაჩოდან გადმოვარდა და თავი დაუზიანდა. მკურნალობას კვიპროსში გადის. იქ ხელმძღვანელებმა ფული ააგროვეს და ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა რთული მდგომარეობაა და როგორ იქნება ჩვენი ამბავი არ ვიცით. თანხა ყოველდღე არის გადასახდელი. პირველ რიგში სახელმწიფოს ვთხოვთ დახმარებას და შემდეგ საზოგადოებას, რითაც შეუძლიათ“, - ამბობს მანანა თორია.

ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში მცხოვრები 26 წლის ლევან ჯახია კვიპროსში მშენებლობაზე ორი წელია მუშაობს. შემთხვევა სწორედ იქ, 21 იანვარს მოხდა.

მის დასახმარებლად სპეციალური ანგარიშები გაიხსნა, რომელთაც ოჯახის თხოვნით ვაქვეყნებთ:

თბისი ბანკი, მიმღები: მარიამ ბუკიაGE08TB7550245061100098
საქართველოს ბანკი, მიმღები: ეკა ქვარაია GE48BG0000000161873546

Print