ახალი ამბები
ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია მამა ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების აკრძალვაზე: ეს არის კანონიკა
ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი მამა ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების აკრძალვას კანონიკურს უწოდებს.  ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია ამბობს, რომ  ინჩხურის ტაძრის ყოფილ წინამძღვარს ეპარქიაში დარჩენა რამდენჯერმე შესთავაზა, თუმცა უშედეგოდ.

„მას 15 წელია ვიცნობ, ერთად ვსწავლობდით სასულიერო აკადემიაში, პანსიონატშიც ერთად ვცხოვრობდით. რამდენჯერმე შევთავაზე დარჩენა, მაგრამ თვითონ აირჩია ეს გზა.  არქივში. ჩვენ მივეცით „განტევების სიგელი“ და იმის მერე არ გვინახავს. მეუფე პეტრესთან ერთად დატოვა რეზიდენცია. შემდეგ მეუფე პეტრესთან დადიოდა შიო-მღვიმეში. შემდეგ დაიბარეს საპატრიარქოში, მისცეს შენიშვნა, რამდენჯერმე, მაგრამ მაიც ის გზა აირჩია. მომხდარის სწორედ მის განცხადებებს უკავშირდება. ეს არ იყო შურისძიება, ეს არის კანონიკა “,- აღნიშნა ეპისკოპოსმა.

მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების აკრძალვის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება 20 იანვრით თარიღდება.

მღვდელმონაზონი ანდრია სარია, რომელიც ინჩხურის ტაძრის წინამძღვარი იყო, ჭყონდიდის ეპარქიიდან გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.


Print