ახალი ამბები
ზუგდიდისა და ხობის სოფლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის 5,5 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზის (კმ 3 - კმ 9 მონაკვეთი) რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. პროექტის ღირებულება  5 575 524 ლარს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტებში განმარტებულია, რომ აღნიშნულ გზას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობისათვის, რომელიც აკავშირებს გზის გასწვრივ და მიმდებარე სოფლებს ქალაქ ზუგდიდთან და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზასთან. აქვე ვკითხულობთ, რომ აღნიშნული გზის დაზიანება სატვირთო მანქანების მოძრაობამ გამოიწვია, რომლებსაც ინერტული მასალები გადააქვთ.

ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დაიწყო და ის 25 თებერვალს დასრულდება.


Print