ახალი ამბები
ზუგდიდში შშმ პირის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდში 65 წლის მამაკაცს, რომელიც 22 წლის შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სხდომა მედიისთვის დახურული იყო. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ზუგდიდში შშმ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული და დაზარალებული მეზობლები არიან, ფაქტი კი გასული წლის ზაფხულში მოხდა. ბრალდებულის მიმართ გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურებას მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით.


Print