ახალი ამბები
აფხაზი ოპოზიციონერი ასლან ბჟანია „პრეზიდენტობის“ კანდიდატად წარადგინეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „ცესკომ“ დაარეგისტრირა საინიციტივო ჯგუფი, რომელიც ოპოზიციის ლიდერს ასლან ბჟანიას  „პრეზიდენტობის“ კანდიდატად წარადგენს, წერს „აბხაზია ინფორმი“. 39 წევრისგან შემდგარ ჯგუფს დიმიტრი მარშანია ხელმძღვანელობას. იმისთვის, რომ კანდიდატი დაიშვას არჩევნებზე საინიციატივო ჯგუფმა 2000-2500 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.

ასლან ბჟანიამ 22 მარტს დანიშნულ „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შესახებ 13 იანვარს, რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ განაცხადა.

მანამდე სოხუმში ვითარება დაიძაბა და არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა და რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით ე.წ. უზენაესმა სასამართლომ „საპრეზიდენტო“ არჩევნების შედეგები გააუქმა. ხაჯიმბა აღნიშნული გადაწყვეტილებას გაასაჩივრებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ „კენჭს არ იყრის“ მომავალ „საპრეზიდენტო“ არჩევნებში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ოპოზიციიდან, ალხას კვიცინიამ 38 ათას 766 ხმა დააგროვეს. თავდაპირველად, ოპოზიციამ თავის კანდიდატად ასლან ბჟანია წარადგინა, თუმცა ავადმყოფობის გამო, მან ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.


Print