ახალი ამბები
ფოთში მოძრაობა „გაბედეს“ წევრები მერიასთან აქციას მართავენ
ფოთის მერიის შენობასთან მოძრაობა ,,გაბედეს" წევრები არიან შეკრებილები. ისინი ქალაქში თევზის სუნს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს, რომლებსაც აირწინაღები უკეთიანთ ადგილზე თევზი მიიტანეს. მათ საკრებულოს სხდომაზე სურთ დასწრება, თუმცა როგორც ამბობენ დაცვის თანამშრომლები მშენობაში არ უშვებენ.


,,ქალაქი თევზის სუნით ყარს. თევზის გადამამუშავებელ ქარხნებს კი მხოლოდ 1000 ლარით აჯარიმებენ. ფოთის დეპუტატი ირაკლი ხახუბიას კი ერთ- ერთი ქარხანასთან დაკავშირებით პირადი ინტერესები აქვს, მილიონობით სარგებელს ხედავს."- ამბობენ აქციის მონაწილეები.

აღნიშნულ საკითხზე ამ დრომდე ირაკლი ხახუბიას კომენტარი არ გაუკეთებია.

Print