ახალი ამბები
ხობში ნათესავის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ხობში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ ირაკლი აქირთავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ დიმიტრი ხვიტიას შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

თავად ბრალდებულმა პროცესზე თქვა, რომ ის დუმილის უფლებას იყენებს.

აქირთავას ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. უფლებადამცველი სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.

ირაკლი აქირთავას ბრალად სს კოდექსის 108-ე და 19-108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებები ედება. მან ხობში საკუთარ ახლობელს მუცლის არეში ჭრილობები დანით მიაყენა, მეზობელ ქალს კი ბლაგვი საგნით მიაყენა ჭრილობები. შედეგად, მამაკაცი საავადმყოფოში დაიღუპა, ქალი კი მძიმე მდგომარეობაშია.
Print