ახალი ამბები
შრიფტი ,,აფხაზეთი" შეიქმნა
თბილისის სამხატვრო აკადემიის სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელმა და ასოცირებულმა პროფესორმა ჯუმბერ ბეჭვაიამ შრიფტი ,,აფხაზეთი" შექმნა. ის თი ბი სი ბანკის პროექტის "წერექართულად" ფარგლებში გამართული კონკურსის "ქართული ა"-ს 2019 წლის ერთ-ერთი გამარჯვებული( ნომინაცია - "მხატვრული შრიფტი") გახდა. ჯუმბერ ბეჭვაიას თქმით, შრიფტის შექმნის დროს მთავარი ყურადღება სილამაზეზე და პროპორციაზე გაამახვილა.

"ამ შრიფტის კონცეპტუალური საფუძველი არის ვაზი. მისი გაციფრულება მალე მოხდება და ნებისმიერ ადამიანს მისი გამოყენება უფასოდ შეეძლება. მე თავად აფხაზეთიდან ვარ და ვფიქრობ ეს შრიფტი ამ კუთხესავით ლამაზია. შრიფტის შექმნაში მეხმარებოდა და სულ ჩემს გვერდით იყო პროფესორი სვეტლანა მხციანი", - თქვა დიზაინერმა.



პროფესორ ჯუმბერ ბეჭვაიას თქმით, ის აღნიშნულ კონკურსის გამარჯვებული 2016 წელსაც გახდა. დიზაინერმა მაშინ პირველი ადგილი ნომინაციაში "ფუტურო" მოიპოვა.
Print