რეგიონი
ანაკლიის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის
მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„სააგენტო განიხილავდა და ათანხმებდა ინვესტორის სადამფუძნებლო სტრუქტურის ცვლილების საკითხებს, ინვესტორის კონტრაქტორების, ტერმინალის ოპერატორების, გამსესხებლების და მათთან დასადები ხელშეკრულებების პროექტებს, მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, სწავლობდა ინვესტორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშებისა და ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელ ინფორმაციას და სხვა. საქართველოს მთავრობამ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის პროექტისათვის ახალი ინტერესთა გამოხატვის წინადადების შემუშავების საკითხი. იმისათვის, რომ სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიწყოს მუშაობა ანაკლიის პორტის პროექტის საინვესტიციო წინადადების შემუშავებაზე, მის ძირითად საქმიანობად, საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგის ნაცვლად, განისაზღვრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განხორციელება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია. ახალი დებულების მიხედვით, სააგენტო იმუშავებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ინტერესთა გამოხატვის პირობების შემუშავებასა და გამოცხადებაზე, პოტენციურ ინვესტორთა მოსაზიდად საჭირო კვლევების განახლებასა თუ ჩატარებაზე, პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კოორდინაციასა და კანდიდატთა შერჩევაზე. ახალი ფუნქციის სათანადოდ შესრულების მიზნით, სახელმწიფო კონტროლს ანაკლიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაუწევს, რომელიც საინვესტიციო წინადადებების შემუშავების, ინვესტიციების მოზიდვისა და დაინტერესების მიმართულებით ყველაზე მაღალი კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე უწყებაა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტო 2017 წლის 23 მარტს შეიქმნა და მისი ფუნქცია საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი, ანუ ინვესტორის მიერ სახელმწიფოს წინაშე ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა იყო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 17:30 საათზე გაიმართება.
18 / აპრილი 2024
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოს მთავრობასა და უმრავლესობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ სადავო კანონპროექტის გაწვევით ქვეყანას საფრთხე ააცილოს.
17 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეებმა, აქტივისტებთან და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ უცხოელი აგენტების კანონის პარლამენტში პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.