ახალი ამბები
სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი ავარიას ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც ის მართავდა, ბეტონის კედელს შეეჯახა.
შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
Print