ახალი ამბები
ერგეტის ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
ერგეტაში საბავშვო ბაღი დროებით ადმინიტრაციულ შენობაში იფუნქციონირებს. აქ სააღმზრდელო პროცესი დღეს განახლდა. მერიის ა.ა.ი.პ "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის" ხელმძღვანელის ხათუნა თოლორაიას თქმით, შენობა შესაბამისი ინვენტარით უკვე აღჭურვილია. 

„ეს ადმინისტრაციული შენობა ცენტრშია და ის ძველ ბაღთანაც ახლოსაა. რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაზიანებულ შენობას, ველოდებით სამხარაულის დასკვნას, ექვემდებარება თუ არა ის რეაბილიტაციას“,-  უთხრა რადიო "ათინათს" თოლორაიამ.

ერგეტის ბაღის შენობას ცეცხლი გასულ კვირაში გაუჩნდა, რის შედეგადაც სრულად დაიწვა სახურავი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. 

ამავე თემაზე:

ბაღების გაერთიანება: ერგეტაში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან განახლდება

ერგეტის საბავშვო ბაღში გაჩენილი ხანძრის შედეგად შენობის სახურავი დაიწვა

Print
თეგები: ბაღი / ერგეტა /