ახალი ამბები
TI: ზუგდიდის მერია ხარვეზების შესახებ აუდიტის დასკვნამდეც იყო ინფორმირებული
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქარველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება და ზუგდიდის მერიას გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწდებს. ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ასახულ ხარვეზებზე მათ მუნიციპალიტეტს ჯერ კიდევ გასულ წელს მიუთითეს და შესაბამისი რეკომენდაციები გაუგზავნეს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პრობლემური საკითხები ამ დრომდე მოუგვარებელია. კერძოდ, საუბარია შემდეგ საკითხებზე:


· მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობისა და გასაწევი ხარჯების მზარდი მაჩვენებელი, რაც მძიმე ტვირთად აწვება ადგილობრივ ბიუჯეტს;


· შპს „აგროსერვისისცენტრის“ სუბსიდირება, რომლის საქმიანობასაც არავითარი სარგებელი მუნიციპალიტეტისთვის არ მოაქვს;


· მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის ლაშა ჯაიანის კომპანიის ცალკეულ ტენდერებში მონაწილეობის საკითხები. შპს „ევრომშენი 999-ს“ მიერ ზუგდიდის მერიის ტენდერებში გამარჯვება და სავარაუდო კორუფციული გარიგება.


· ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის თანხებს საკუთარი შემოსავლებიდან ხარჯავს.



აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით ხარვეზები გამოავლინა. დასკვნის მიხედვით, ნაკლოვანებებია უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში. ერთ-ერთი მშენებელი კომპანია სწორედ „ევრომშენი 999-ია“.
Print