რეგიონი
პროკურატურამ ზუგდიდში აუდიტის მიერ გამოვლენილ ხარვეზებზე გამოძიება დაიწყო
ზუგდიდში აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ხარვეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ პროკურატურაში უთხრეს. ამავე ცნობით, გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილისა და თანდართული მასალების საფუძველზე სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ მიმდინარე წლის 14 თებერვალს დაიწყო.

„ზუგდიდისა და მესტიის მუნიციპალიტეტების 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილისა და თანდართული მასალების საფუძველზე სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება 2020 წლის 14 თებერვალს დაიწყო. კერძოდ, ორივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2017-2018 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, - ამბობენ უწყებაში.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანა და ზუგდიდში სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად გამოვლენილ დარღვევებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

ამავე თემაზე:

აუდიტის სამსახური: ზუგდიდის მერიის მიერ უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში ხარვეზებია
Print