ახალი ამბები
სოხუმი: საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვები 7 აპრილამდე იმოქმედებს
სოხუმში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის "მინისტრმა" თამაზ ცახნაკიამ განაცხადა, რომ რესპუბლიკაში ახორციელებენ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მონიტორინგს და უკვე მიიღეს დამატებითი ზომები ენგურის ე.წ. საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე სანიტარული - საკარანტინო კონტროლის გასაძლიერებლად.

გამოცემა "აფსადგილ ინფოს" ცნობით, მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა დასძინა, რომ მალე რუსი კოლეგებისგან 500 ცალ ტესტ - სისტემას მიიღებენ კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის. გარდა ამისა, შეზღუდვები, რომლებიც იანვრის ბოლოს დაწესდა "უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის", 7 აპრილამდე გაგრძელდება.

28 იანვრიდან სოხუმმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრის ვიტალი ბგანბას დავალებით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, "ფსოუსა" და "ენგურის" ე.წ. გამშვებ პუნქტებზე განთავსდა მობილური პოლიკლინიკები, სადაც დისტანციური თერმომეტრებით ამოწმებენ მოქალაქეებს. გარდა ამისა, საგანგებოდ შეკრებილ თათბირზე ითქვა, რომ "აფხაზეთის ტერიტორიაზე ინფექციის მატარებლების შესვლის თავიდან აუცილებლად შეიზღუდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა და გამკაცრდება კონტროლი შრომითი ემიგრანტების შემოდინებაზე". 

თავდაპირველად გავცრელდა ინფორმაცია, რომ შეზღუდვები 27 მარტამდე იმოქმედებს.

"აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს" მონაცემებით, დღესდღეობით ოკუპირებულ რესპუბლიკაში კორონავირუსის ინფექციით დაავადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.