ახალი ამბები
აფხაზეთში "საპასპორტო სამმართველოს" უფროსი 15 დღით დააკავეს
სოხუმის საქალაქო სასამართლომ "საპასპორტო სამმართველოს" უფროსს, მილიციის პოლკოვნიკს ვადიმ კვაძბას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, წერს "აფსადგილ ინფო".
გამოძიების ვერსიით, დაკავებულს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკრაინის მოქალაქეზე ოლეგ მილცევზე "აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის" უკანონოდ გაცემა. 

სასამართლოს დადგენილების თანახმად, კვაძბა წინასწარი დაკავების იზოლატორში 14 დღეს დაჰყოფს. ამავე ცნობით, დადგენილების გასაჩივრება საკასაციო კოლეგიას 3 დღის განმავლობაში შეუძლია.


Print