რეგიონი
ზუგდიდში პური კიდევ ათი თეთრით გაძვირდა (ვიდეო)
ზუგდიდის ბაზარში პურის კიდევ ათი თეთრით გაძვირებას მოვაჭრეები აპროტესტებენ. მათი თქმით, ფასმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯამში 20 თეთრით მოიმატა და ამის გამო კლიენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ამასთან, ამბობენ, რომ მომხმარებლების რაოდენობა თანდათან იკლებს.

„ადრე თუ ღირდა 50 თეთრი, ახლა ღორს 70 თეთრი. არსად არ გაძვირებულა ასე, მხოლოდ ჩვენთან, გვაინტერესებს მიზეზი. მყიდველებიც აგრესიაზე გადმოდიან, ისედაც უჭირს ხალხს. ვითხოვთ, რომ დაუბრუნდეს ძველ ფასს“, - ამბობენ გამყიდველები.

მათივე ცნობით, ქუთაისის საცხობებიდან პური გაცილებით იაფად შემოაქვთ, ვიდრე ადგილობრივ მწარმოებლებს.

თავის მხრივ, მეწარმეები ამბობენ, რომ ფასის მომატება პურის ფქვილის გაძვირებამ გამოიწვია. საცხობ "ლეკოს" წარმომადგენელი გოჩა ბეჭვაია ამბობს, რომ პურ-ფუნთუშეული შარშან უნდა გაეძვირებინათ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ზუგდიდში არსებული სოციალირი მდგომარეობის გამო არ მიიღეს.

„ადრე პურის ფქვილი 36 ლარი ღირდა, ახლა ღირს 53 - 54 ლარი, რომელიც შემოგვაქვს ხან თბილისიდან, ხან ბათუმიდან. იძულებულები ვართ გავზარდოთ ფასი. მხოლოდ და მხოლოდ 10 თეთრი მოვუმატეთ. შარშან უნდა მომატებულიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ზუგდიდში სხვა სიტუაციაა, არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.  წარმოებები გაკოტრების პირას არიან, ხომ უნდა გავცეთ ხელფასები, ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა და იძულებული გავხდით, 10 თეთრი მოგვემატებინა", - ამბობს გოჩა ბეჭვაია.

მისივე თქმით, ბაზარში სხვადასხვა ფასია, რაც მათზე არაა დამოკიდებული.




Print Email
FaceBook Twitter
თეგები: ზუგდიდი / პური / ფასი /
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.