ახალი ამბები
სოხუმი: ასლან ბჟანიას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია დაუდგინდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპულიკის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ასლან ბჟანიას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია დაუდგინდა. მედიკოსების დასკვნით, ის საშუალო სიმძიმისა, მაგრამ ეს არ არის მოწამვლა.

„ამ ეტაპზე პაციენტი ინტენსიურ მკურნალობას გადის, გამოხატული დადებითი დინამიკით“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე "რია ნოვოსტი" ავრცელებდა ინფორმაციას ყუბანის სამედიცინო წრეების წყაროზე დაყრდნობით, რომ ექიმებმა ბჟანიას დაუსვეს დიაგნოზი: "გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლვა".

"პრეზიდენტობის კანდიდატის" ასლან ბჟანიას მდგომარეობა 2 მარტს გაუარესდა. თავდაპირველად ის სოჭის ერთ-ერთ კილინიკაში, შემდეგ კრასნოდარის საოლქო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები 22 მარტს გაიმართება. მასში მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, რესპუბლიკის "ვიცე-პრემიერი" ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი "მინისტრი" ლეონიდ ძიაპშბა.



Print