ახალი ამბები
საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. მერიის ინფორმაციით, სპეციალური ხსნარით უკვე დამუშავდა N2 საბავშვო ბაღი. ამავე ცნობით, დეზინფექცია ჩაუტარდება ყველა საბავშვო ბაღს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები ასევე გატარდება საჯარო სკოლებში, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში.

Print