რეგიონი
ჩქვალერში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს. საამქროს ტერიტორიაზე 45 ერთეული დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის მრგვალი მორი იყო განთავსებული. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამავე ცნობით, სახერხი დანადგარი დაილუქა და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნა.
Print