ახალი ამბები
აფხაზეთში ხანძრის კერების დიდი ნაწილი ლიკვიდირებულია
გალის რაიონის სოფელ კოხორაში დაახლოებით ორ ჰექტარ ფართობზე ეკალ- ბარდებს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა. ხანძრის დანარჩენი კერები ლიკვიდირებულია, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილემ სატბეი გინდიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა.

მანამდე უწყება ავრცელებდა ინფორმაციას ხანძრის კერების შესახებ, რომლებიც 6 მარტიდან აფხაზეთის 7 რაიონში გაჩნდა. ამავე ცნობით, ყველაზე უარესი სიტუაცია ოჩამჩირის რაიონში ფიქსირდებოდა, სადაც ერთბაშად 12 სოფელში, დაახლოებით 12 ჰექტარს მოედო ცეცხლი.

აფხაზეთის ტყის მასივებში ცეცხლი 2019 წლის ნოემბერშიც გაჩნდა, რა დროსაც 11 ათასი ჰექტარი დაიწვა. მაშინ სოხუმმა დახმარებისთვის მოსკოვს მიმართა.


Print