ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტს ზუგდიდში "შეცვალეს" აქტივისტები ლობიოთი ხვდებიან (ვიდეო)
სამხარეო ადმინისტრაციასთან, სადაც ამ წუთებში საქართველოს პრეზიდნეტს ელოდებიან, "შეცვალეს" აქტივისტები აქციას მართავენ. მათ ადგილზე მიიტანეს შეკმაზული ლობიო, ხახვი და კარტოფილი და სურთ, რომ ეს ყველაფერი სალომე ზურაბიშვილს გადასცენ. აქციის მონაწილეების თქმით, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა "საპრეზიდენტო არჩევნები კარტოფილით მოიგო".

სამართლდამაცავები აქციის მონაწილეებს სთხოვენ, რომ მათ მოშორებით გადაინაცვლონ, თუმცა ეს უკანასკნელები აცხადებენ, რომ ადგილზე დარჩებიან.

"ზურაბიშვილს მორალური უფლება არა აქვს აქ იყოს. აქვე ახლოს საოკუპაციო ხაზია, წამოვიდეს ჩვენთან ერთად და ხმამაღლა თქვას, რომ რუსეთი ოკუპანტია. ჩვენ მას ამ ნივთებს აუცილებლად გადავცემთ", - ამბობენ აქტივისტები.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ზუგდიდში ჩამოდის. ამის შესახებ რადიო "ათინათს" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში უთხრეს. ამავე ცნობით, პრეზიდენტი სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტს ზუგდიდში სხვა შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი, მათ შორის, ის აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის, გიგი სიჭინავას სახელოსნოს ეწვევა.









Print