ახალი ამბები
სოფელ სალხინოში ხანძარია
მარტვილის სოფელ სალხინოში, მოსახლეობასთან 100-200 მეტრში, ხანძარია. სოფელში მერის წარმომადგენლის გია ჯეჯელავას ინფორმაციით, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება უკვე მოახერხეს და ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ძირითადად ეკალ-ბარდები და ხმელი ტოტები იწვის.

„სტიქია მოსახლეობასთან ძალიან ახლოს არის, თუმცა ძირითადი კერები ლოკალიზებულია და ვფიქრობ, რომ სახლებამდე ვერ მიაღწევს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ქარია და მცირე საფრთხე არსებობს, რომ ისევ გავრცელდეს. მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რომ ცეცხლი დროულად ჩააქრონ“, - ამბობს ჯეჯელავა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე 2 სამაშველო ბრიგადა, მერიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობს.

Print