ახალი ამბები
ზუგდიდში დღეს 35 გრადუსი სითბო იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს. ზუგდიდში კი სინოპტიკოსები 35 გრადუს სითბოს ვარაუდობეენ.

ამავე ცნობით, 22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება: წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

23 მაისს ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

"23-24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით 15-17 გრადუსით დაიწევს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სინოპტიკოსები ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება პროგნოზირებენ.

Print