ახალი ამბები
ზედაეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს მერსედესის ტიპის მსუბუქი ავტომობილი და ფორდის მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა. დაშავებული ახალგაზრდები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

"ხუთი ახალგაზრდა მამაკაცია შემოყვანილი, ხუთივე იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა. ერთის მდგომარეობა პირველადი შეფასებით შედარებით მძიმეა", - თქვა მან.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




Print