სოხუმის საავადმყოფოდან მსჯავრდებული ზეწრების დახმარებით გაიქცა
სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან მსჯავრდებული გაიქცა. გურგენ კირაკოსიანი ქირურგიულ განყოფილებაში იყო მოთავსებული,
სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა, წერს "აფსადგილ ინფო".
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით. კირაკოსიანი დილის 6 საათზე ხელბორკილებისგან გათავისუფლდა, ზეწრები ერთმანეთს გადააბა და მესამე სართულის ფანჯრიდან ჩასვლა და სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიის დატოვება მოახერხა. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
უწყების ცნობით, ადრე ნასამართლევი სოფელ იაშტუხას მცხოვრები გურგენ კირაკოსიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის გამო აღიძრა. ბრალდებული სასამართლო დარბაზში არ გამოცხადდა, მიმდინარე წლის 15 მარტს მასზე ძებნა გამოცხადდა, ხოლო 15 მაისს ის დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები