ახალი ამბები
ბიჭვინთაში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ბიჭვინთაში, ლიძავასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მაღალი სიჩქარით მოძრავი Toyota Crown - ის მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, შედეგად, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მისულ მაშველებს დაშავებული მგზავრების ამოსაყვანად, სპეცტექნიკის გამოყენება და საბარგულის გაჭრა მოუხდათ.



Print