რეგიონი
ზუგდიდში პრესის ჯიხური გაქურდეს
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, გვიან ღამით პრესის ჯიხური გაქურდეს. ადგილზე მომუშავე ქალის ინფორმაციით, დილით მას ჯიხურის მინა ჩამტვრეული დახვდა.

"როგორც მითხრეს წუხელ გვიან შუქი არ იყო, სავარაუდოდ მაშინ მოხდა", - გვითხრა მან.  

არსებული ინფორმაციით, წაღებულია დაახლოებით 300 ლარამდე ღირებულების საქონელი.

შს სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყებაში რადიო "ათინათს" განუმარტეს, რომ გამყიდველი პოლიციასთან საუბარში ქურდობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

შსს-ს პასუხის შემდეგ, ვცადეთ გამყიდველთან დაკავშირება, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 


Print