აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, სამი შემთხვევიდან ორი ინფიცირებული სოხუმის
ერთ - ერთი სამედიცინო დაწესებულებიდანაა, ერთი კი რუსეთიდან, კერძოდ სოჭიდან დაბრუნებული მოქალაქე. ბოლო სამი დღის განმავლობაში სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაადასტურა.
ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე Сოვიდ – 19 - ით ინფიცირების 48 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 1 - პაციენტი, 1925 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულია 37 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები