სოხუმი: პარლამენტის ერთ - ერთ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ერთ - ერთ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სახალხო კრების სპიკერმა ვალერი კვარჩიამ განაცხადა, წერს "აიაირა".
"ჩვენ სპეციალსტებისგან გვაქვს ეს ინფორმაცია. მაგრამ, დიაგნოზი დადასტურებულია. ამიტომ, ჩვენი გეგმები იცვლება", - აღნიშნა მან, თუმცა, დეპუტატებისთვის ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა ვითარებაში დაინფიცირდა მათი კოლეგა.
მისივე ცნობით, "პარლამენტის" ყველა დეპუტატს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება.
28 ივლისის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე აფხაზეთში Covid - 19 - ით ინფიცირების 63 შემთხვევაა დადასტურებული, 2 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულია - 37 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები