ახალი ამბები
ზუგდიდი-თბილისის ავტობუსის და მგზავრის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი -1974 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში, ზუგდიდი-თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა. პოლიციამ გ.ჯ. ხობში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომპანია "გლობუსის" კუთვნილ, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს ხობის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა გზა გადაურბინა და ქვა ესროლა. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ქვა მგზავრს მოხვდა, რის შედეგადაც ქალმა თავის არეში დაზიანება მიიღო. კომპანიაში აღნიშნულ ფაქტს კონკურენციას უკავშირებენ.

ამავე თემაზე:

შსს: ზუგდიდი-თბილისის ავტობუსის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს

Print