ახალი ამბები
დადგინდა, რომ მარტვილში 1 პირს კორონავირუსი გადატანილი აქვს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, 4 მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა დასრულდა. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, 1 222 ნიმუშიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ადამიანს კორონავირუსი აქვს გადატანილი და ეს მარტვილთან არის დაკავშირებული.

„გუშინ ღამე დავამთავრეთ სეროპრევალენტობის კვლევა ოთხ მუნიციპალიტეტში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხელვაჩაურის, ქობულეთის, მარტვილის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში 1 222 სისხლის ნიმუში იქნა აღებული, საიდანაც მხოლოდ ერთი ამოვიდა დადებითი მარტვილის რაიონში. ნიმუშების აღება 17-დან 25 აგვისტოს პერიოდში მოხდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს. ამიტომ, ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ ის დაბალი მაჩვენებლები, რაც ამ პერიოდამდე ქვეყანას აქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსი 2 392 პირს დაუფიქსირდა.
Print