ახალი ამბები
ზუგდიდში გიგი უგულავას "ქართული მარშის" აქტივიტები დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციის ფონზე "ქართული მარშისა" და "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. "ევროპული საქართველოს" ერთ - ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, რომელიც ამ დროს იქვე იდგა, თავისი პარტიის წევრებს გამოესარჩლა, რასაც შეხლა - შემოხლა მოჰყვა.

გიგი უგულავს თქმით, ეს იყო გამიზნული პროვოკავია, რა დროსაც ქართული მარშის მხარდამჭერმა გიორგი გაბედავამ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ბანკის შენობაში მძევლად აყვანილი პირი, პროვოკატორად გამოაცხადა.

"ეს ადამიანი, რომელიც მძევალია, კვარაცხელია, ჯერ გამოცხადეს ნაცმოძრაობის წევრად, მერე უგულავასთან მუშაობდაო, და ახლა მოვიდა ეს გაბედავა და დაიწყო თქვენი ზონდერიო, ადამიანი მძევალია, აი, ესეთი უსისხლძარღვო ხელისუფლებაა..", - განაცხადა უგულავამ.

მოგვიანებით, მძევლების ოჯახის წევრებსა და "ქართული მარშის" აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეებმა "მარშის" მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს, რადგან მათი თქმით, იმ ვითარებაში, როცა მათი ოჯახის წევრები ჯერ კიდევ მძევლად ჰყავთ აყვანილი, პოლიტიკური დაპირისპირების ადგილი და დრო არ არის.

დაპირისპირების დროს გიორგი გაბედავას, რომელიც "ქართული მარშიდან" ზუგდიდის მაჟორიტაროების დეპუტატია, უცნობმა პირმა თავში ხელი ჩაარტყა.

სამართალდამცველებმა, მომხდართან დაკავშირებით, ერთი პირი  "ევროპული საქართველოს" აქტივისტი დააკავეს.

პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერები ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალიდან 150 - 200 მეტრში არიან შეკრებილები, სადაც შეიარაღებული თავდამსხმელი მძევლად აყვანილ მოქალაქეებს აკავებს. აქვე არიან მძევლების ახლობლებიც.




Print