ახალი ამბები
თავდამსხმელმა, სხვა მძევლებთან ერთად, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა გაიყოლა
ზუგდიდში სპეცოპერაციის დასრულებიდან თითქმის ორი საათი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რა მიმართულებით გადაადგილდება მანქანა, რომელშიც თავდამსხმელი ჩაჯდა. არსებული ინფორმაციით, მან სამი მძევალი დაიტოვა, მათ შორის ერთი - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას უფროსი ავთადნილ გალდავაა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გამტაცებელს სწორედ მან გადასცა თანხა, რომელსაც ის მთელი დღის განმავლობაში ითხოვდა. შსს-ს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალთან ბანკის თანამშრომლებისა და მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაცია 6 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

შეიარაღებული მამაკაცი დღეს ბანკის შენობაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, მან შენობაში შესვლამდე ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ჰაერში გაისროლა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულდა 

გეგა შენგელია: მიდის ამის დაზუსტებაზე მუშაობა, თუ რამდენი მძევალი რჩება შენობაში

ზუგდიდში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 5 საათზე მეტია მიმდინარეობს

შს მინისტრი ზუგდიდში იმყოფება 

ზუგდიდის ცენტრში ჯავშანმანქანები გამოჩნდა 

ზუგდიდის ცაზე ვერტმფრენმა დაიწყო პატრულირება

ზუგდიდში ბანკიდან კიდევ ერთი მძევალი გამოვიდა (ვიდეო)

ზუგდიდში, ბანკში შეჭრილი პირი 500 ათას დოლარს და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

თავდამსხმელმა ასაკოვანი და ორსული ქალი ბანკიდან გამოუშვა - თვითმხილველი

ზუგდიდის საქართველოს ბანკის ფილიალაში შეარაღებული პირი შეიჭრა

Print