ახალი ამბები
მალხაზ ჯალაღონია: მეეჭვება ამ პირობებში მეორე ტურში შევძლოთ გამარჯვება
ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ჩატარებულ არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნები კიდევ ერთხელ მოჰპარა. მისივე თქმით, გაერთიანება აპირებს, რომ თავიანი ამომრჩევლების ხმები დაიცვან.

„ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოჰპარა ქართველ ხალხს გამარჯვება არჩევნებში და ჩვენ ყველას მომავალი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არანაირად არ აინტერესებს თავისი ხალხის აზრი და ბედი. მას არ აინტერესებს არც დასავლეთის აზრი... მან იცის მხოლოდ ერთი ენა - რუსული და ამ ენაზე გაცემული ბრძანებები კრემლიდან. ის ყოველთვის მოახერხებს, რომ საქართველოში იპოვოს ღარიბი ადამიანები, რომელთა მოსყიდვას და დაშინებას შეძლებს. ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს, უნდა დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლის ხმები“, - ამბობს მალხაზ ჯალაღონია.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა ის მეორე ტურში მონაწილეობას, ამბობს, რომ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არ არის და ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭო იმსჯელებს.

„ძალიან მეეჭვება, რომ მეორე ტურში ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას ისეთ პირობებში, ამ ცესკოს ხელში, რომელიც ჩვენ ახლა გვყავს“,- აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

ინფორმაციისთვის, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობი კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ხმების 48, 4 % მიიღო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მალხაზ ჯალაღონიას ამომრჩევლების 36, 87%-მა მისცა ხმა, "ევროპული საქართველოს" კანდიდატს გიგი უგულავას კი 7, 9%-მა დაუჭირა მხარი.

Print