მესტიაში საცხობს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ის თითქმის მთლიანად დაიწვა. ადგილობრივების თქმით, საცხობი კვირა დღეს არ მუშაობს და შესაბამისად,
შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, შიგნით არავინ იმყოფებოდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და მაშველებმა მისი ლიკვიდაცია მოახერხეს. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები