ზუგდიდის თეატრში დადგმული სპექტაკლისთვის დავით თურქიაშვილი "წინანდლის პრემიის" ლაურეატი გახდა
2020 წლის "წინანდლის პრემია" თეატრალური ხელოვნების კატეგორიაში რეჟისორმა დავით თურქიაშვილმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია "წინანდლის პრემიის" ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
ლაურეატის წოდება რეჟისორმა სპექტაკლით "უხერხემლო" მოიპოვა, რომელიც შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრში დაიდგა.
"ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. რა თქმა უნდა გვქონდა მოლოდინი გამარჯვების, რადგან ვიშრომეთ არც ისე ცოტა... მსახიობების მადლიერი ვარ და თეატრის. რომ არა ისინი, არ იქნებოდა არაფერი, მადლობა მათ. ვფიქრობ, ეს არის საერთო წარმატება, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავიზიაროთ", - უთხრა დავით თურქიაშვილმა რადიო "ათინათს".
კონკურსს "წინანდლის პრემიის" მოსაპოვებლად ზურაბ ჟვანიას ფონდი ყოველწლიურად აცხადებს. მისი მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ლაურეატები დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.
მასალის გამოყენების პირობები