რეგიონი
ზუგდიდში პირველად დამონტაჟდა შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული საქანელა
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ქუჩაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საქანელა დამონტაჟდა. იდეა საკრებულოს დეპუტატს სალომე ფაცაციას ეკუთვნის, რის შესახებაც მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"ბევრჯერ მინახავს, როგორ უყურებდნენ შორიდან შშმ ბავშვის მშობლები სხვა ბავშვების გართობას. მათთვის კი არაფერი იყო",- უთხრა ფაცაციამ რადიო "ათინათს".

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ყველა სკვერი და ატრაქციონი ასევე ადაპტირებული უნდა გახდეს.

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წელს დაწესდა.
Print