რეგიონი
ასლან ბჟანია "სამუშაო ვიზიტით" მოსკოვში გაემგზავრა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია "სამუშაო ვიზიტით" რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა, - ინფორმაცია აფხაზი ლიდერის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა განთავსებული. აქვე აღნიშნულია, რომ ბჟანია მოსკოვში პრეზიდენტის ადმინისტრაციის და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს. ვიზიტისას, ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკულ განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, ასლან ბჟანიასა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები სოჭში 12 ნოემბერს გაიმართა.


Print