ახალი ამბები
წყემში უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აბაშაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, თანამშრომლებმა აბაშის რაიონის სოფელ წყემში სასაქონლო ზედნადების გარეშე 6 კბ.მ ხე–ტყის (დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქონელი ჩამოერთვა.


Print