ახალი ამბები
ენგურის ხიდი 31 დეკემბრამდე გაიხსნა - გალის "ადმინისტრაცია"
ენგურის ხიდი ცალმხრივად ისევ გაიხსნა. ინფორმაციას გალის ე.წ. ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს უკან დაბრუნება და ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტის გადაკვეთა 2020 წლის 23 დეკემბრიდან - 31 დეკემბერის ჩათვლით შეუძლიათ.

სამეგრელოდან აფხაზეთში გადამსვლელებმა "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის" პასპორტი, 2016 წლის ნიმუშის აფხაზური პასპორტი, ფორმა #9, ბინადრობის მოწმობა, 14 წლამდე ბავშვებისთვის კი დაბადების მოწმობა თან უნდა იქონიონ. ამ ჩამონათვალს დაემატა Covid 19 - ზე გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

მანამდე, აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი, ასევე ცალმხრივად, რამდენიმე დღით, ხუთჯერ გაიხსნა. ბოლოს ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორი სამეგრელო- აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 3-10 დეკემბერს მოეწყო.




Print