ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 104 ადამიანი დაინფიცირდა და 3 გარდაიცვალა
აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 525 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 104 ადამიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით ბოლო 24 საათში სამი კოვიდ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ისინი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურში 82 კოვიდ დადასტურებული პირი მკურნალობს, აქედან 27-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში - 35, ოჩამჩირეს საავადმყოფოში - 31, ტყვარჩელში - 15, გაგრის საავადმყოფოში კი 46 პაციენტი.

რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 40 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 8563 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 111, გამოჯანმრთელებული კი 6746 ადამიანი.

Print