სოხუმი: პრემიერ - მინისტრის მოვალეობას დროებით ვლადიმირ დელბა შეასრულებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრის მოვალეობას დროებით "ვიცე - პრემიერი, ფინანსთა მინისტრი", ვლადიმირ დელბა
შეასრულებს. შესაბამის ბრძანებას ასლან ბჟანიამ დღეს მოაწერა ხელი. წერს "აფსადგილ ინფო".
დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს 30 დეკემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 4 იანვარს ის გუდაუთის ჰოსპიტალში მოათავსეს. მის მდგომარეობას მედიკოსები აფასებდნენ, როგორც საშუალოდ მძიმეს, თუმცა, 7 იანვარს გამართული კონსილიუმის შემდეგ გადაწყდა, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად, ანქვაბი მკურნალობას რუსეთის ერთ - ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გააგრძელებს. 8 იანვრიდან აფხაზი პოლიტიკოსი ინტენსიური თერაპიის კურსს რუსეთის ფედერალური მედიკო–ბიოლოგიური სააგენტოს საავადმყოფოშო გადის.
მანამდე, 27 დეკმბერს ჩოვიდ-19 აფხაზ ლიდერს დაუგდინდა, თუმცა, "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის უფროსის ალხას ჩოლოკუას ინფორმაციით, ასლან ბჟანია თავს კარგად გრძნობს და დისტანციურად განაგრძობს მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები