ახალი ამბები
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ხანძრის შემდეგ ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მისულ მაშველებს ბინაში მამაკაცის ცხედარი დახვდათ. ის ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაასვენეს.

ამ ეტაპზე უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
Print