ახალი ამბები
ზუგდიდში შენობის ჩამონგრევის შედეგად 13 წლის მოზარდი დაშავდა
ზუგდიდის ერთ-ერთ უბანში ძველი შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად მოზარდი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ შენობაში ერთი დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. მათივე თქმით, შენობა ავარიული იყო, რის გამოც კედელი და ჭერის ნაწილი ჩამოიშალა.

"ვნახე რომ ბავშვი ამოიყვანეს, არავის გვეგონა რომ ცოცხალი იყო, სასწაულებრივად გადარჩა. თავიდან ხანძარი მეგონა, ისეთი კვამლი იდგა",- გვითხრა თვითმხილველმა. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მაშველები.
Print